Saturday, December 22, 2012

ბუნებრივი რესურსები


ბუნებრივი რესურსები

 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის უმთავრესი ბუნებრივი რესურსი მისი ბუნება და ჰავაა, რაც განაპირობებს დამსვენებელთა დიდი ნაკადის მოდინებას ზაფხულის პერიოდში, მნიშვნელოვანია ტყისა და წყლის რესურსები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 50%-მდე ტყითაა დაფარული, რომლიდანაც განირჩევიან ძვირფასმერქოვანი ტყის ჯიშები. წყლის რესურსებიდან აღსანიშნავია შაორის წყალსაცავი და მდინარეები: რიონი, შარეულა, რიცეულა, კრიხულა, ასკი და ლეხუნი. წყლის რესურსებით ამბროლაურის მუნიციპალიტეტი მდიდარია და იგი მნიშვნელოვან ერთეულს წარმოადგენს საქართველოს ჰიდროენერგეტიკისთვის. რაც შეეხება წიაღისეულ სიმდიდრეებს, მუნიციპალიტეტი ისევე როგორც მთლიანად რაჭის რეგიონი მდიდარია იშვიათი წიაღისეულით, კერძოდ აქ მოიპოვება:
დასახელებაგანლაგებარაოდენობა (ათასი ტ.)
რკინაშაორის (სინდერიტი 218) 72,000
მანგანუმიბაჯი, ზედა შავრა2,180
დარიშხანიურავი, ლუხუნი223
სტიბიუმიქაჯიანი, ჩადუანი6.6
მაგნური ქანები (ბაზალტი)ზედა შავრა107
კირქვებიამბროლაური, ხოტევი, ზნაკვა7,251
ქვა-ღორღიჟიშხაი, ნაქერალა440.2
საკირე ქვებიცახი400
სააგურე თიხებიმუხლი, წესი, პირველი ტოლა, ბაჯი560
თაბაშირიჭრებალო, მუხლი წესი9,981.6

No comments:

Post a Comment