Saturday, December 22, 2012
გეოგრაფია
რაჭა‐ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი განლაგებულია საქართველოს
ჩრდილო‐დასავლეთ ნაწილში. აღმოსავლეთიდან მას ესაზღვრება ცხინვალის
რეგიონი, სამრეთიდან ‐ იმერეთის რეგიონი, დასავლეთიდან ‐სამეგრელო‐ზემო
სვანეთის რეგიონი, ხოლო ჩრდილოეთიდან რუსეთის ფედერაცია. რეგიონის
მთლიანი ფართობია 4.6 ათასი კვ.კმ, მოსახლეობის რიცხოვნებაა 48, 525, აქედან 9
302 ცხოვრობს ქალაქში, ხოლო 39 223 სოფლად. მოსახლეობის სიმჭიდროვე ერთ
კვადრატულ კილომეტრზე 10 ადამიანს უდრის. მოსახლეობის 99%‐ზე მეტი
ეთიკური ქართველია. მოსახლეობის 50% პროცენტი შრომისუნარიანია,
უმუშევრობა ოფიციალური მონაცემებით 20% უტოლდება, თუმცა
დასაქმებულთა უმრავლესობა რეგისტრირებულია როგოც თვითდასაქმებული.
მაღალია მიგრაცია, ოფიციალური მონაცემებით რეგიონიდან სულ 560 კაცია
მიგრირებული, რაშიც არ არის გათვალისწინებული არალეგალური და შიდა
მიგრაცია. მუნიციპალიტეტის მონაცემები მოწმობს, რომ
მიმდინარეობს დეპოპულაციის პროცესი, რაც გამოწვეულია როგორც მიგრაციით
ასევე ბუნებრივი კლებით.
რეგიონის ტერიტორიის 42% დაფარულია ტყის მასივებით, სადაც
წარმოდგენილია კეთილმერქნოვანი ფოთლოვანი და წიწვოვანი ჯიშები.
განსაკუთრებით დიდია მოთხოვნა ვერცხლისფერ ნაძვზე, რომლის გირჩის
სპორები დიდი მოხოვნით სარგებლობს მსოფლიო ბაზარზე.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment