Saturday, December 22, 2012

რაჭის სამკურნალო ადგილები

  რაჭა ცნობილია თავისი საკურორტო ადგილებით. ერთ ერთი მნიშვნელოვანი კურორტია ბუგეული, რომელიც ამბროლაურის რაიონში მდებარეობს. ზღვის დონიდან 560 მ-ზე. კლიმატი დაბალი მთის სუბტროპიკული, ზამთარი რბილი, მცირეთოვლიანი. ამ კურორტზე მკურნალობის საეობებია :მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია. ასევე, ცნობილია საკურორტო ადგილი უწერა. მდებარეობს ონის რაიონში. ზღვის დონიდან 1150 მ-ზე. კლიმატი საშუალო მთის. ზამთარი ცივი, თოვლიანი. ზაფხული ზომიერად თბილი. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: საშუალო მთის ქვედა სარტყელის ჰავა და 3 ტიპის მინერალური წყალი, ხოლო მკურნალობის სახეობებია: მინერალური წყლის აბაზანები და პასიური კლიმატოთერაპია. ცნობილი კურორტი შოვი, ონის რაიონში მდებარეობს. სიმაღლე ზღვის დონიდან 1600 მეტრია. კლიმატი – საშუალო მთის. ზამთარი ცივი, თოვლის მდგრადი საფარით. ზაფხული ზომიერად თბილი. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია : საშუალო მთის ზედა სარტყელის ჰავა, ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, კალციუმიან-ნატრიუმიანი რკინის შემცველი მინერალური წყლები. მკურნალობის სახეობებია: მინერალური წყლის მიღება და პასიური კლიმატოთერაპია. კურორტი ხადიკარი-მდებარეობს ამბროლაურის რაიონში, ზღვის დონიდან 680 მეტრზე. დაბალი მთის სუბტროპიკული კლიმატია. ზამთარი რბილი, მცირეთოვლიანი. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: დაბალი, მთის ჰავა და სუსტად სულფიდური. მკურნალობის სახეობებია: მინერალური წყლის აბაზანები.

No comments:

Post a Comment