Saturday, December 22, 2012
ვჭრობა და მომსახურება
ვაჭრობა და მომსახურება
რაჭაში ვაჭრობას სეზონური ხასიათი აქვს და ზაფხულის პერიოდში ხდება მისი გამოცოცხლება, როდესაც
რაჭაში (ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტები) 40‐50 ათასი
დამსვენებელი ჩამოდის. ხელსაყრელი მდებარეობის გამო (განლაგებულია ონისა
და ლენტეხის გზაჯვარედინზე) ამროლაურში ფუნქციონირებს დიდი აგრარული
და სამრეწველო ბაზრობა. ქალაქ ამბროლაურში ასევე ვითარდება მსხვილი
სავაჭრო ობიექტები, რომელიც ასევე მთელი დატვირთვით ზაფხულის პერიოდში
ფუნქციონირებენ.
მომსახურების სფეროში ძირითადად წარმოდგელი არიან საოჯახო სასტუმროები,
ქალაქ ამბროლაურში ასევე ფიქციონირებს ერთი მაღალი სტანდარტების
სასტუმრო. მომსახურების სფეროს განეკუთვნება ტრანსპორტიც,
მუნიციპალიტეტებში ძირითადად კერძო ფირმებია წარმოდგენილი,
უზრუნველყოფილია ტერიტორიული ერთეულების სატრანსპორტო კავშირი
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტერებთან. ასევე სტაბილურია
რეგიონის გარეთ სატრანსპორტო კავშირი. თუმცა მნიშვნელოვანი ხარვეზია ის
რომ არ არსებობის პირდაპირი სამგზავრო გადაზიდვები, რეგიონის ცენტრსა და
ცხენისწყლის ხეობაში განთავსებულ მუნიციპალიტეტებს (ცაგერი, ლენტეხი)
შორის. აქ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა მხოლოდ ქუთაისში
გადაჯდომითაა შესაძლებელი.
ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა
აქვს ისეთი პროექტების განხორცილებას რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში
ტურისტული ნაკადის გაზრდას და აამაღლებს მოთხოვნას სასტუმრო და
ტურისტულ ინფრასტრუქტირაზე. ამ მხრივ რეგიონს რესურსები გაჩნია როგორც
შაორის ზონისა და ონის მუნიციპალიტეტების კურორტების სახით, ასევე
რეგიონში არსებული ისტორიულ‐კულტურული ძეგლების სახით.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment