Saturday, December 22, 2012

დასკვნა

                                                დასკვნა
      დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ რაჭა
საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი რეგიონია. მუხედავად ბუნებრივი
რესურსებით სიმდიდრისა, ტურისტული და რეკრიაციული პროტენციალისა და
ეკოლოგიურად სუფთა სოფლის პროდუქტისა, რეგიონის განვითარება ჯერ
კიდევ სუსტია. მაღალია მიგრაცია, სახეზეა მოსახლეობის დაბერება და სამუშაო
ძალის დეფიციტი.
    ბოლო წლებში ცენტრალური ხელისუფლება ცდილობს მიაღწიოს გარდატეხას
რეგიონის ინფრასტრუქტურის განვითარებით, რამდენიმე ათეული მილიონი
იხარჯება კომუნიკაციების, ინფრასტრუქტურის და განათლების ობიექტების
რეაბილიტაციაში. მნიშვნელოვანი თანხები მიემართება სოფლის პროდუქციის
სუბსიდირებისა და სოფლის მეურნეობის ტექნიკური გადაიარაღებისთვის.
ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციებული პროექტების შედეგიანობის
გაზრდისათვის აუცილებელია რეგიონის განვითარების მწყობრი, შედეგებზე
ორიენტირებული და მთავრობათაშორის თანამშრომლობაზე ორიენტირებული
სტრატეგიის არსებობა, სადაც გამოკვეთილი იქნება რეგიონის ხელისუფლების
როლი, მუნიციპალიტეტების ამოცანები და ცენტრალური ხელისუფლების
ვალდებულებები. ეს გეგმა უნდა ემყარებოდეს მეურნეობის ისეთი ტრადიციული
დარგების დივერსიფიკაციას როგორიცაა მეცხოველობა. გეგმა ასევე უნდა
მოიცავდეს განვითარების ახალ ორიენტირების, როგორიცაა ტურიზმი და
ორიენტირებული იყოს კატასტროფების რისკის შემცირებასა და უსაფრთხო
გარემოს შექმნაზე. SWOT ანალიზი აჩვენებს, რომ რეგიონს ასეთი გეგმის შექმნისა
და განხორცილების რეალური რესურსი გააჩნია.

No comments:

Post a Comment