Saturday, December 22, 2012

იმფრასტრუქტურა


ინფრასტრუქტურა და კომუნალური სექტორი

ადგილობრივი ინფრასტრუქტურა ძირითადად მოიცავს ადგილობივ გზებს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ეროვნული მნიშვნელობის გზები - ტყიბული - ონი და ქუთაისი - ონი. ასევე შიდა გზები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გზების მთლიანი სიგრზეა 240 კმ. საიდანაც მყარი საფარით დაფარულია 225.8 კმ. აქედან 15 კილომეტრი გზა არის დაფარული ასფალტ-ბეტონით, 210 კმ; ღორღით და რხეშით - 210.8 კმ, გრუნტის გზების სიგრძეა 14.2 კმ      მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს დასუფთავების კომპანია, რომელიც ძირითადად ემსახურება ქალაქ ამბროლაურს და ნაწილობრივ სხვა ტერიტორიულ ერთეულებს. დასუფთავების სამსახურის სუბსიდირება ხდება ადგილობირვი ბიუჯეტიდან. მუნიციპალიტეტის წყლით მომარაგებას ახორციელებს სააქციო საზოგადოება “დასავლეთის წყალი”. წყლის მიწოდება ნაწილობრივ სუბსიდირდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ქ. ამბროლაურის კეთილმოწყობასა სამუშაოებს, დღეისთვის ცენტრალური ქუჩები მთლიანად განათებულია. ბოლო წლებში აქტუალურია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული სოფლების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. 2008 – 2009 წლებში განხორცილებეული რეგიონალური პროგრამებისა და “სოფლის დახმარების პროგრამის” ფარგლებში მუნიციპალიტეტის სოფლებში შეკეთდა შიდა გზები, წყლის სისტემები და სხვა სათემო ინფრასტრუქტურა. მუნიციპალური ტრასპორტის სფეროში ძირითადად კერძო კომპანიები არიან დაკავებული, თუმცა არსებობს მუნიციპალური საწარმო, რომლისთვისაც შეძენილი იქნა ავტობუსები. დღეისთვის უზრუნველყოფილია სატრასპორტო კავშირი ყოველ ტერიტორიულ ერთეულსა და ადმინისტრაციულ ცენტრს შორის. ასევე გამართულად მუშაობს საქალაქთშორისო ტრანსპორტი.

No comments:

Post a Comment