Saturday, December 22, 2012

სატიტულო გვერდი


   რაჭის ტურისტული პოტენციალი                                                                                                                                                                                                          






ილია ჭავჭავაძის სახელობის           უნივერსიტეტი






შოთა რეხვიაშვილი
ჯგუფი 19-4

გამოყენებული ლიტერატურა

                                            გამოყენებული ლიტერატურა

     1) გაზეთი "ამბროლაურის მოამბე" 2012
 
     2) მიხეილ რეხვიაშვილი "მონადირის კვაკდაკვალ" 1999
 
     3) ვებ გვერდები:   ambrolauri.ge       ka.wikipedia.org      google.com

იმფრასტრუქტურა


ინფრასტრუქტურა და კომუნალური სექტორი

ადგილობრივი ინფრასტრუქტურა ძირითადად მოიცავს ადგილობივ გზებს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ეროვნული მნიშვნელობის გზები - ტყიბული - ონი და ქუთაისი - ონი. ასევე შიდა გზები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გზების მთლიანი სიგრზეა 240 კმ. საიდანაც მყარი საფარით დაფარულია 225.8 კმ. აქედან 15 კილომეტრი გზა არის დაფარული ასფალტ-ბეტონით, 210 კმ; ღორღით და რხეშით - 210.8 კმ, გრუნტის გზების სიგრძეა 14.2 კმ      მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს დასუფთავების კომპანია, რომელიც ძირითადად ემსახურება ქალაქ ამბროლაურს და ნაწილობრივ სხვა ტერიტორიულ ერთეულებს. დასუფთავების სამსახურის სუბსიდირება ხდება ადგილობირვი ბიუჯეტიდან. მუნიციპალიტეტის წყლით მომარაგებას ახორციელებს სააქციო საზოგადოება “დასავლეთის წყალი”. წყლის მიწოდება ნაწილობრივ სუბსიდირდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ქ. ამბროლაურის კეთილმოწყობასა სამუშაოებს, დღეისთვის ცენტრალური ქუჩები მთლიანად განათებულია. ბოლო წლებში აქტუალურია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული სოფლების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. 2008 – 2009 წლებში განხორცილებეული რეგიონალური პროგრამებისა და “სოფლის დახმარების პროგრამის” ფარგლებში მუნიციპალიტეტის სოფლებში შეკეთდა შიდა გზები, წყლის სისტემები და სხვა სათემო ინფრასტრუქტურა. მუნიციპალური ტრასპორტის სფეროში ძირითადად კერძო კომპანიები არიან დაკავებული, თუმცა არსებობს მუნიციპალური საწარმო, რომლისთვისაც შეძენილი იქნა ავტობუსები. დღეისთვის უზრუნველყოფილია სატრასპორტო კავშირი ყოველ ტერიტორიულ ერთეულსა და ადმინისტრაციულ ცენტრს შორის. ასევე გამართულად მუშაობს საქალაქთშორისო ტრანსპორტი.

ბუნებრივი რესურსები


ბუნებრივი რესურსები

 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის უმთავრესი ბუნებრივი რესურსი მისი ბუნება და ჰავაა, რაც განაპირობებს დამსვენებელთა დიდი ნაკადის მოდინებას ზაფხულის პერიოდში, მნიშვნელოვანია ტყისა და წყლის რესურსები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 50%-მდე ტყითაა დაფარული, რომლიდანაც განირჩევიან ძვირფასმერქოვანი ტყის ჯიშები. წყლის რესურსებიდან აღსანიშნავია შაორის წყალსაცავი და მდინარეები: რიონი, შარეულა, რიცეულა, კრიხულა, ასკი და ლეხუნი. წყლის რესურსებით ამბროლაურის მუნიციპალიტეტი მდიდარია და იგი მნიშვნელოვან ერთეულს წარმოადგენს საქართველოს ჰიდროენერგეტიკისთვის. რაც შეეხება წიაღისეულ სიმდიდრეებს, მუნიციპალიტეტი ისევე როგორც მთლიანად რაჭის რეგიონი მდიდარია იშვიათი წიაღისეულით, კერძოდ აქ მოიპოვება:
დასახელებაგანლაგებარაოდენობა (ათასი ტ.)
რკინაშაორის (სინდერიტი 218) 72,000
მანგანუმიბაჯი, ზედა შავრა2,180
დარიშხანიურავი, ლუხუნი223
სტიბიუმიქაჯიანი, ჩადუანი6.6
მაგნური ქანები (ბაზალტი)ზედა შავრა107
კირქვებიამბროლაური, ხოტევი, ზნაკვა7,251
ქვა-ღორღიჟიშხაი, ნაქერალა440.2
საკირე ქვებიცახი400
სააგურე თიხებიმუხლი, წესი, პირველი ტოლა, ბაჯი560
თაბაშირიჭრებალო, მუხლი წესი9,981.6

სოფლის მეურნეობა


                       სოფლის მეურნეობა
სოფლის მეურნობაში რეგიონის მოსახლეობის 80%‐ზე მეტია დასაქმებული. აქ
სოფლის მეურნეობის შემდეგი დარგებია განვითარებული, მევენახეობა,
მემარცვლეობა, მეხილეობა და მეცხოველეობა. რეგიონში სასოფლო სამეურნეო
მიწების რაოდენობა 112 259 ჰა შეადგენს, რომელიც განაწილებულია როგორც
ოჯახების კერძო საკუთრებაში, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში.

რაჭის სამკურნალო ადგილები

  რაჭა ცნობილია თავისი საკურორტო ადგილებით. ერთ ერთი მნიშვნელოვანი კურორტია ბუგეული, რომელიც ამბროლაურის რაიონში მდებარეობს. ზღვის დონიდან 560 მ-ზე. კლიმატი დაბალი მთის სუბტროპიკული, ზამთარი რბილი, მცირეთოვლიანი. ამ კურორტზე მკურნალობის საეობებია :მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია. ასევე, ცნობილია საკურორტო ადგილი უწერა. მდებარეობს ონის რაიონში. ზღვის დონიდან 1150 მ-ზე. კლიმატი საშუალო მთის. ზამთარი ცივი, თოვლიანი. ზაფხული ზომიერად თბილი. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: საშუალო მთის ქვედა სარტყელის ჰავა და 3 ტიპის მინერალური წყალი, ხოლო მკურნალობის სახეობებია: მინერალური წყლის აბაზანები და პასიური კლიმატოთერაპია. ცნობილი კურორტი შოვი, ონის რაიონში მდებარეობს. სიმაღლე ზღვის დონიდან 1600 მეტრია. კლიმატი – საშუალო მთის. ზამთარი ცივი, თოვლის მდგრადი საფარით. ზაფხული ზომიერად თბილი. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია : საშუალო მთის ზედა სარტყელის ჰავა, ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, კალციუმიან-ნატრიუმიანი რკინის შემცველი მინერალური წყლები. მკურნალობის სახეობებია: მინერალური წყლის მიღება და პასიური კლიმატოთერაპია. კურორტი ხადიკარი-მდებარეობს ამბროლაურის რაიონში, ზღვის დონიდან 680 მეტრზე. დაბალი მთის სუბტროპიკული კლიმატია. ზამთარი რბილი, მცირეთოვლიანი. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: დაბალი, მთის ჰავა და სუსტად სულფიდური. მკურნალობის სახეობებია: მინერალური წყლის აბაზანები.

რაჭის ისტორიული ძეგლების სია

რაჭის ისტორიული ძეგლების სია ამბროლაურის ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები და კოშკი ბარაკონის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია ბარეულის ციხის ნანგრევები მაქსიმეს ძე ფოფხაძის მამულში და სოფლის ძირას, დედაღვთისას ეკლესიის ნანგრევები, ბარეულის "საგვალას" კოშკები, ციხის ნანგრევები ქვევიდან ესიკი რობაქიძის მამულში. ბარი (ზემო ბარი და ქვემო ბარი): ქვემო ბარის მაცხოვრის ეკლესია საბუკეს გორაკზე და ღვთიმშობლის ეკლესია, ზემო ბარის ეკლესია. ბეთლევის თვთისმშობლის მოხატული ეკლესია (ამბრ.) ბეჟანის ციხე ბოყვის მთავარანგელოზის ეკლესია, გამოქვაბული მაღალ კლდეში. ბუბის მონასტერი ბუგეულის ღვთისმშობლის ეკლესია გენდუშია ტაძარი გენდუშის "მალის" ციხე გლოლის "ზედქალაქის" წმ.გიორგი და ჯვარიპატიოსანი (?), ბერის საყდარი, გლოლის ტაძარი, გლოლას კოშკის ნანგრევები სოფელში და სოფლის მახლობლად, ნათლისმცემლის თუ ღვთისმშობლის ეკლესია, გოგოლათი გომის წმ.გიორგის ეკლესიის ნანგრევები გონის მთავარანგელოზი გორის წმ.გიორგის ეკლესია, ჩუქურთმებიანი ქვა. გორისუბნის, წმ. ბარბარეს სახელობის ტაძარი დვალთის დედათა მონასტერი ველიეთის სამი კოშკი მდ. რიონის მარცხენა მხარეს ველტყევის მონასტერი ზემო ბარის ტაძარი (იხ. ბარი) ზემო ჟოშხის ძეგლები (იხ.ჟოშხა) ზნაკვის ციხე, ზნაკვის ტაძარი თამარ დედოფლის საყდარი თლუღის "ტეხისის" წმ.გიორგის ეკლესიის ნანგრევები ირის "ძელი ჭეშმარიტის" ნასაყდრალი, რუბოძალის (ხევია) ჭალაში იწას ეკლესია კვაჟა, შუა კვაჟას ეკლესიის ნანგრევები კვარაციხე, სოფელ სხვავაში იხ. სხვავა კვაშხიეთის ყორეები საჯვარისა და ანო გოშაძის ეზოში კვაცხუთის ბაზილიკა კვერთის ნასაყდრალი კვირიკეწმინდის კვირიკეს და ივლიტას ეკლესია კვიტაშვილის (?) ციხის ნანგრევები და კლდის წვერზე კოშკის ნანგრევები კლდისუბნის ციხე-კოშკები (თავად იაშვილების საგვარეულო კოშკი ), ღვთისმშობლის ეკლესია, წმ.გიორგის ეკლესია კლდეზე. კრიხის (ზემო კრიხის) მთავარანგელოზი და ქვემო კრიხის ეკლესია კუნეთის მეგალითური ნაციხარი (კუნეთის წყაროსთან, ონის მახლობლად) ლაბეჭინის მონასტერი, სოფელი ჭყვიში ლაგვანთას კოშკის ნანგრევები მდ.საკაურას ხიდის გაღმა ლაჩთის კოშკი ლეკნარის მონასტერი მეორე ტოლის სამების ეკლესია მეჭვრეთის (სოფ.ლიხეთი) მონასტერი მთასაყდარის ნამონასტრალი, ლეკნარი მინდაციხე (ამბროლ.) მიქარწმინდის მონასტერი მრავალძალის წმ.გიორგის ეკლესია მოტყიარი - ეკლესია, ბერის წყარო ნააგარევის ციხე-სასახლე წუსუკიძეთა ნაკიეთის იოანე ნათლიმცემლის სახელობის ტაძარი ნიკორწმინდა ონის მთავარანგელოზი, ონის სინაგოგა, ონის წერეთლების სასახლე კარის ეკლესიით ონი - ამბროლაურის ისტორიული ხიდი პატარა ონის წმ. ნიკოლოზის და წმ. გიორგის ეკლესიები, ციხე - დარბაზი პატარა ჩორჯოს "საყიორის" წმინდა გიორგის ეკლესია პირველი ტოლის ციხე და მაცხოვრის ეკლესია პიპილეთის წმ.გიორგის ეკლესია ჟაშქვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ჟოშხოს (ქვედა ჟოშხოს) - ჯვარცმის ეკლესიის ნანგრ., ქვედა ჟოშხოს ციხის ნანგრევები სადმელის წმინდა გიორგი ტაძარი საკაოს სამზიარის უდაბნო, წინა საკაოს ხიდეშლების უბნის ჭიდილა ქედის ნასაყდრალი სოფლიდან 1 ვერსზე, ხოჯორას ნასაყდრალი (სოფლდან ჩღდ-დას 2 ვერსზე), ვერძის რუს ნასაყდრალი (სოფლ-დან დას. 1 ვერსზე), ნაციხარი (სოფ-ის სამხრ), სხარალის ნასაყდრალი (სოფლ-დან სამხრ-ით 1 ვერსზე), უკანა საკაოს "სამზიარის" უდაბნოს წმ.გიორგის ეკლესია სამთისის დედაღვთისას ეკლესია საქორიის ციხის ნანგრევები ძეგლევის მახლობლად. სევას ეკლესიის ნანგრევები სომიწოს წმ.გიორგის ეკლესიის ნანგრევები სორის ჯვარცმის მოხატული ეკლესია, "ნაციხარი" გორაკზე, ციხის ნანგრევები რუბენ გოცირიძის გზაზე სხვავის ეკლესია, სხვავას კვარაციხე, მეფის სასახლე კოშკით, ეკლესიით, "სხვავას "ძელი ჭეშმარიტის" ეკლესიის ნანგრევები, სხვავას მახლობლად ტყეში ნათლისმცემლის უდაბნოს ეკლესიის ნანგრევები... სხიერის "მირიანისეული უძრავი" წმ.გიორგის მოხატული ეკლესია (მე-10 ს.) ტბეთის მთავარანგელოზის ეკლესია ტოლა - (იხ. პირველი ტოლის (ციხე და მაცხოვრის ეკლ) და მეორე ტოლის (სამების ეკლესია)) ძეგლები უწერის ღვთისმშობლის ეკლესია ფარახეთის მთავარანგელოზის მოხატული ეკლესია ფუტიეთის სამება ქედისუბნის წმ.გიორგის და მთავარანგელოზის ეკლესიები. ქვემო ბარის ეკლესიის ნანგრევები ქვემო კრიხის ეკლესია ქვედა ჟოშხას ეკლესია (იხ. ჟოშხა) ქვედა შავრის ანჩისხატის ტაძარი ქვიშარის ეკლესიები ( მაცხოვრის ეკლესია და დედაღვთისა­ ­) ქოლოსი (შქმერი), შქმერის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი ღადიშის ნამონასტრალი, წმ.გიორგი ღების გოდოლნი 10-ზე მეტი, ღების კოშკი ილიკო ნიკოლოზის ძე გავაშელიშვილის გზაზე, ღების პატარა სოფლის დედაღვთისას ეკლესია-კოშკი. ღვარდია - ზედა ღვარდია, ქვედა ღვარდია ღვიარას ციხის ნანგრევები, ჯგირეშის ეკლესია, სოჩბის წმ.გიორგის ეკლეისი ნანგრევები მთაში შავრა (ზედა შავრას) ეკლესია შარდომეთის ციხე (ონის რ-ნი) შეუბნის სინაწმინდის ეკლესია შოდის მონასტერი შუა კვაჟას ეკლესია შქმერის უშოლთის წმ.გიორგის ეკლესია, "მოჭოხის" წმ.გიორგის ეკლესია, ხარისთვლის "ოლოსის" ეკლესია ჩორჯოს სამების ეკლესია ცხომის დედათა მონასტერი ცხრაჯვარი წინა საკაოს ნასაყდრალი (იხ. საკაო), ხოჯორას ნასაყდრალი, ვერძის რუს ნასაყდრალი, ნაციხარი სხარალსი ნასაყდრალი წედისის წმ.გიორგის ტაძარი ნაძვების ეკლესია ფორაზე, ციხის ნანგრევები წერეთლების ციხე-სასახლეს ნანგრევები წესის "ნინიას ციხის" ნანგრევები, წმ.მარინეს ეკლესიის ნანგრევები, ბარაკონის ღვთიმშობლის ტაძარი, წესის ძველი ეკლესიის ნანგრევები. ჭალის სამების ეკლესია ჭელიაღელეს ტაძარი ჭელიშის მონასტერი, უდაბნოს ღვთისმშობლის ეკლესია, "ნადაყუდებლოთი". ჭიდროთციხე თავისი ნანგრევებით ჭიორის გოდოლნი 5. ჭოლევის მონასტერი ჭყვიშის ციხე ხვანჭკარის ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები, გოლგოთის ეკლესია. ხიდიკარის ციხე, ორი კოშკი გამოქვაბულებით. ხიმშის წმ.გიორგის ეკლესია, ჭიჭინაძიანთ უბნის "ლანდიას" ციხე-კოშკი ხონჭიორი ხოტევის ეკლესია, ხოტევის "წულუკიძის ციხე" ჯოისუბანი, ჯვარისუბანი, ჯოისუბნის "მცხეთის" წმ.გიორგის ეკლესია ახლად აშენებული ტაძრები უწერის ეკლესია (ახალი) ღების მაცხოვარი (ახალი)... ზვარეთი (ახალი) ქვედის წმინდა სამება აგარა უყეში.. მოტყიარის წმ.გიორგი ტეხისა საკეციას ტაძარი წკადისის ბაზილიკა ქვედის ეკლესია ლაჩთის ტაძარი ჭიორის ეკლესია ჭრებალოს წმ. ნიკოლოზის ტაძარი

აკაკი წერეთელი რაჭაში

ვჭრობა და მომსახურება


                      ვაჭრობა და მომსახურება

რაჭაში ვაჭრობას სეზონური ხასიათი აქვს   და ზაფხულის პერიოდში ხდება მისი გამოცოცხლება, როდესაც
რაჭაში (ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტები) 40‐50 ათასი
დამსვენებელი ჩამოდის. ხელსაყრელი მდებარეობის გამო (განლაგებულია ონისა
და ლენტეხის გზაჯვარედინზე) ამროლაურში ფუნქციონირებს დიდი აგრარული
და სამრეწველო ბაზრობა. ქალაქ ამბროლაურში ასევე ვითარდება მსხვილი
სავაჭრო ობიექტები, რომელიც ასევე მთელი დატვირთვით ზაფხულის პერიოდში
ფუნქციონირებენ.
  მომსახურების სფეროში ძირითადად წარმოდგელი არიან საოჯახო სასტუმროები,
ქალაქ ამბროლაურში ასევე ფიქციონირებს ერთი მაღალი სტანდარტების
სასტუმრო. მომსახურების სფეროს განეკუთვნება ტრანსპორტიც,
მუნიციპალიტეტებში ძირითადად კერძო ფირმებია წარმოდგენილი,
უზრუნველყოფილია ტერიტორიული ერთეულების სატრანსპორტო კავშირი
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტერებთან. ასევე სტაბილურია
რეგიონის გარეთ სატრანსპორტო კავშირი. თუმცა მნიშვნელოვანი ხარვეზია ის
რომ არ არსებობის პირდაპირი სამგზავრო გადაზიდვები, რეგიონის ცენტრსა და
ცხენისწყლის ხეობაში განთავსებულ მუნიციპალიტეტებს (ცაგერი, ლენტეხი)
შორის. აქ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა მხოლოდ ქუთაისში
გადაჯდომითაა შესაძლებელი.
ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა
აქვს ისეთი პროექტების განხორცილებას რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში
ტურისტული ნაკადის გაზრდას და აამაღლებს მოთხოვნას სასტუმრო და
ტურისტულ ინფრასტრუქტირაზე. ამ მხრივ რეგიონს რესურსები გაჩნია როგორც
შაორის ზონისა და ონის მუნიციპალიტეტების კურორტების სახით, ასევე
რეგიონში არსებული ისტორიულ‐კულტურული ძეგლების სახით.

გეოგრაფია


   რაჭა‐ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი განლაგებულია საქართველოს
ჩრდილო‐დასავლეთ ნაწილში. აღმოსავლეთიდან მას ესაზღვრება ცხინვალის
რეგიონი, სამრეთიდან ‐ იმერეთის რეგიონი, დასავლეთიდან ‐სამეგრელო‐ზემო
სვანეთის რეგიონი, ხოლო ჩრდილოეთიდან რუსეთის ფედერაცია. რეგიონის
მთლიანი ფართობია 4.6 ათასი კვ.კმ, მოსახლეობის რიცხოვნებაა 48, 525, აქედან 9
302 ცხოვრობს ქალაქში, ხოლო 39 223 სოფლად. მოსახლეობის სიმჭიდროვე ერთ
კვადრატულ კილომეტრზე 10 ადამიანს უდრის. მოსახლეობის 99%‐ზე მეტი
ეთიკური ქართველია. მოსახლეობის 50% პროცენტი შრომისუნარიანია,
უმუშევრობა ოფიციალური მონაცემებით 20% უტოლდება, თუმცა
დასაქმებულთა უმრავლესობა რეგისტრირებულია როგოც თვითდასაქმებული.
მაღალია მიგრაცია, ოფიციალური მონაცემებით რეგიონიდან სულ 560 კაცია
მიგრირებული, რაშიც არ არის გათვალისწინებული არალეგალური და შიდა
მიგრაცია. მუნიციპალიტეტის მონაცემები  მოწმობს, რომ
მიმდინარეობს დეპოპულაციის პროცესი, რაც გამოწვეულია როგორც მიგრაციით
ასევე ბუნებრივი კლებით.
   რეგიონის ტერიტორიის 42% დაფარულია ტყის მასივებით, სადაც
წარმოდგენილია კეთილმერქნოვანი ფოთლოვანი და წიწვოვანი ჯიშები.
განსაკუთრებით დიდია მოთხოვნა ვერცხლისფერ ნაძვზე, რომლის გირჩის
სპორები დიდი მოხოვნით სარგებლობს მსოფლიო ბაზარზე.

რაჭის ისტორია


   რაჭა‐ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონი შეიქმნა 1995 წელს საქართველოს
პრეზიდენტის ბრძანებულებით და იგი აერთიანებს საქარველოს სამ ისტორიულ
კუთხეს; რაჭას, ლეჩხუმს და ქვემო სვანეთს. სამივე კუთხე მდინარეების რიონისა
და ცხენისწყლის ხეობებშია განლაგებული.
    რეგიონს მდიდარი ისტორია აქვს, უძველესი ისტორიული წყაროები ქალაქ ონს
ძველი წელთაღრიცხვის მე‐2 საუკუნიდან მოიხსენებენ. ადრეულ შუა
საუკუნეებში რეგიონის დღევანდელი ტერიტორია შედიოდა ორ ‐ სვანეთისა და
თაკვერის საერისთაოებში, ხოლო 10 საუკუნის ბოლოდან შეიქმნა რაჭის საერთაო
და პირველი ერისთავი გახდა რატი ბაღვაში.
გვიან შუა საუკუნეებში რაჭის საერისთაო შედიოდა იმერეთის სამეფოს
შემადგენლობაში. რაჭას ძალზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს
სახელმწოფოსთვის, იგი იყო როგორც მნიშვნელოვანი თავდაცვითი ზღუდე, ასევე
ქართველ მეფეთა განძსაცავიც. მდიდარ წარსულზე რეგიონში შემორჩენილი
მრავალი ისტორიული ძეგლი მეტყველებს.
    რაჭა დღესაც უმნიშვნელოვანესია თავისი განუმეორებელი

დასკვნა

                                                დასკვნა
      დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ რაჭა
საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი რეგიონია. მუხედავად ბუნებრივი
რესურსებით სიმდიდრისა, ტურისტული და რეკრიაციული პროტენციალისა და
ეკოლოგიურად სუფთა სოფლის პროდუქტისა, რეგიონის განვითარება ჯერ
კიდევ სუსტია. მაღალია მიგრაცია, სახეზეა მოსახლეობის დაბერება და სამუშაო
ძალის დეფიციტი.
    ბოლო წლებში ცენტრალური ხელისუფლება ცდილობს მიაღწიოს გარდატეხას
რეგიონის ინფრასტრუქტურის განვითარებით, რამდენიმე ათეული მილიონი
იხარჯება კომუნიკაციების, ინფრასტრუქტურის და განათლების ობიექტების
რეაბილიტაციაში. მნიშვნელოვანი თანხები მიემართება სოფლის პროდუქციის
სუბსიდირებისა და სოფლის მეურნეობის ტექნიკური გადაიარაღებისთვის.
ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციებული პროექტების შედეგიანობის
გაზრდისათვის აუცილებელია რეგიონის განვითარების მწყობრი, შედეგებზე
ორიენტირებული და მთავრობათაშორის თანამშრომლობაზე ორიენტირებული
სტრატეგიის არსებობა, სადაც გამოკვეთილი იქნება რეგიონის ხელისუფლების
როლი, მუნიციპალიტეტების ამოცანები და ცენტრალური ხელისუფლების
ვალდებულებები. ეს გეგმა უნდა ემყარებოდეს მეურნეობის ისეთი ტრადიციული
დარგების დივერსიფიკაციას როგორიცაა მეცხოველობა. გეგმა ასევე უნდა
მოიცავდეს განვითარების ახალ ორიენტირების, როგორიცაა ტურიზმი და
ორიენტირებული იყოს კატასტროფების რისკის შემცირებასა და უსაფრთხო
გარემოს შექმნაზე. SWOT ანალიზი აჩვენებს, რომ რეგიონს ასეთი გეგმის შექმნისა
და განხორცილების რეალური რესურსი გააჩნია.